понедельник, 1 декабря 2008 г.

არაგვის ხეობისა და ფშავის ცადატყორცნილი, გულზვიადი, ლამაზი მთების წიაღში გაახილა თვალი ვაჟა-ფშაველამ, ქართული პოეზიის მშვენიერებამ და სიამაყემ.

ფშავის პატარა სოფელ ჩარგალში, მდინარე ჩარგულას ნაპირას მდგარ ქვიტკირის პატარა სახლში, სადაც ახლა პოეტის სახლ-მუზეუმია და მნახველთა ნაკადი მიედინება, 1861 წლის 14 ივლისს, სასულიერო პირის პავლე რაზიკაშვილის ოჯახში დაიბადა ბავშვი, რომელსაც ლუკა დაარქვეს. მომავალი დიდი პოეტის ლუკა რაზიკაშვილის იგივე ვაჟა-ფშაველას წინაპრები გვარად ღუდუშაურები ყოფილან. წერა-კითხვა ვაჟას სახლში უსწავლია მამის ხელმძღვანელობით. ,,რვა წლამდე იზრდებოდა ძველი წიგნებით. შინაური განათლების შემდეგ, რვა წლის ყმაწვილი შეუყვანიათ თელავის სასულიერო სასწავლებელში, სადაც სწავლა-აღზრდის საქმე მეტად დაბალ დონეზე იდგა. ვინაიდან უმთავრესად ,,ლათინური და ბერძნული ფრაზების ზეპირობა” იყო გაბატონრბული, როგორც ამას თვითონ პოეტი აღნიშნავს ,,ჩემს წუთისოფელში”. ამიტომ იგი დასწაფებია სხვადასხვა წიგნების დამოუკიდებლად კითხვას, რამაც უთუოდ იქნოია გავლენა ნიჭიერი ყმაწვილის გონების განვითარებაზე.

თელავის სასულიერო სასწავლებელში მომავალმა პოეტმა 6 წელი გაატარა. შემდეგ იგი სასწავლებლად გადავიდა თბილისის საქალაქო სასწავლებელში, გორის საოსტატო სემინარიაში, ხოლო 1883 წელს გაემგზავრა პეტერბურგში და ლექციებს ისმენდა უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, როგორც თავისუფალი მსმენელი. სამწერლო ასპარეზზე გამოსული ვაჟა-ფშაველა მასწავლებლობით ირჩენდა თავს, გვერდში ედგა მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის მეთაურებს - ილია ჭავჭავაძესა და აკაკი წერეთელს.

გორის საოსტატო სემინარიაში სწავლის დროს, ვაჟა აქტიურად თანამშრომლობდა ამავე სემინარიის სტუდენტების მიერ შექმნილ ხელნაწერ ჟურნალთან ,,რიჟრაჟი”.
მისი ლექსები და თარგმანები დაიბეჭდა გაზეთ ,,დროებასა” და ჟურნალ ,,იმედში”

წარმოსადეგი ვაჟკაცი ყოფილა პავლე რაზიკაშვილი - მამა ვაჟა-ფშაველასი. ,,მტერს - ხმალი და სწორსა და ძმასა სამართალიო” - ეს იყო მისი მრწამსი; თავს არავის დააჩაგვრინებდა და ასე ზრდიდა თავის შვილებსაც. პატარა ყოფილა ლუკა, როცა ,,ვეფხისტყაოსანს” გაეცნო, რომელმაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. პავლე ყოფილა ჯერ მეცხვარე და შემდეგ მღვდელი, ჰქონია პატარა დუქანი არაგვის ჭალაზე, რომელიც შემდეგ ვაჟას დარჩენია მემკვიდრეობით. ვაჟამ არ ისურვა დუქანში ვაჭრობა რადგან, მისი აზრით, ხალხს გაძარცვავდა და გაყიდდა. მიუხედავად იმისა, რომ არასდროს უვაჭრია ვაჟას იმ დუქანში, ხალხი მაინც ლუკაიას დუქანს ეძახდა. მამამ ჩუნერგა შვილებს სასულიეო წიგნებისადმი სიყვარული. ვაჟა იგონებს, თუ როგორი სულგანაბული უსმენდა მამის ტკბილ საუბარს, როცა იგი საღმრთო ისტორიიდან უამბობდა. დედა კი საგმირო ამბებს, ფშაურ თქმულებებსა ა ლექსებს აცნობდა. დედის წყალობით ვაჟამ უამრავი ხალხური ლექსი იცოდა ზეპირად.

მშობლების სიკვდილის შემდეგ ვაჟა ჩარგალში დასახლდა და სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი. ლუკა გაჭირვებით ცხოვრობდა სოფელში. ის მასწავლებელიც იყო, მონადირეც, მეთევზეც, მიწის მუშაც, მაგრამ ყველაზე მეტ დროს ანდომებდა მწერლობას.

პეტერბურგიდან სამშობლოში დაბრუნებული ვაჟა-ფშველა ჩარგალში დასახლდა. მას ლუკმა-პურის საშოვნელად დიდი ჯაფის გაწევა უხდებოდა. ბევრს შრომობდა, მაგრამ გაჭირვებას თავს ვერ აღწევდა. როგორც ამბობენ, ჯან-ღონე კი დიდი ჰქონდა, მაგრამ მეურნის გონება კი - არა, რადგან მისი ფიქრი სულ სხვაგან იყო. როცა ,,თავისი ანგელოზები” ეწვეოდნენ, მუშაობას თავს მიანებებდა და დიდი მოწოდების აღსასრულებლად გარბოდა. ერთხელ ცოლმა უსაყვედურა: ჩვენ საჭმელი არა გვაქვს, შენ კი სულ ჯღაბნი და ჯღაბნიო. ვაჟას გასცინებია და უპასუხნია: ,, ეეჰ, შე საწყალო, უსწავლელი ხარ და რა გითხრა, ნასწავლი რომ იყო, მაგ სიტყვას არ გაპატიებდიო”.


ლუკას პირველ ცოლს კეკეს ძალიან კარგი ხასიათი ჰქონია. როცა ვაჟა გაბრაზდებოდა, ის თურმე გაიქცეოდა და ყელზე შემოეხვეოდა. ერთ ზამთარს ვაჟა საშოვარზე ყოფილა კახეთში წასული. კეკე ფეხმძიმედ იყო, სენი შეჰყრია და გარდაცვლილა. კეკს ოთხი შვილი ჰყოლია გასაზრდელი. ვაჟამ ძლივ გადაიტანა ეს ტრაგედია. შემდეგ თამრი მოუყვანია ცოლად. იგი ისეთივე კარგი ქალი გამოდგა, როგორც კეკე. თამარი თავის შვილსა და ოთხ გერს არ ასხვავებდა ერთმანეთისგან, რადაგნ ყველა ნამდვილი შვილივით უყვარდა.

მძიმე მატერიალურმა პირობებმა, რასაც თან ერთვოდა ასევე მძიმე გონებრივი და ფიზიკური შრომა, ადრე მოტეხა ვაჟას ძლიერი ორგანიზმი. მას ფილტვის პლევრა დაუდგინეს და ოპერაციაც გაუკეთეს. ერთხანს თითქოს მოიკეთა . ქართულმა სიტყვაკაზმულმა საზოგადოებამ ისარგებლა მგოსნის გამოკეთებით და ლიტერატურული საღამო გაუმართა, რომლის ბოლოსაც ვაჟას მიართვეს დაფნის გვირგვინი წარწერით - ,,ქართული პოეზიის არწივს”.

ვაჟა-ფშაველას შემოქმედება ხალხს ძლიერ უყვარდა. იგი მიუწვევიათ ქუთაისში, გორში, ჭიათურასა და ფოთში. ილია ჭავჭავაძე აღფრთოვანებით ამბობს: ,,ჩვენ, ძველებმა, ახლა კალამი უნდა ძირს დავდოთ და გზა ვაჟას უნდა დავუთმოთ”. ვაჟაც, როცა კი თვილისში წამოვიდოდა, თავის ნაწერებს ერთ ჭრელ ხურჯინში ჩააწყობდა, პირველად ილიასთან შეივლიდა, იმ ხურჯინს იქ დაბერტყავდა. შემდეგ კი ეს მარგალიტები ქართული ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე აბრჭყვიალდებოდნენ ხოლმე.

მუხთალმა სენმა ვაჟას თავი მაინც არ ანება. მიუხედავად ექმითა მცდელობისა, ვეღარ უშველეს და დიდი პოეტი 1915 წლის 27 ივლისს გარდაიცვალა ქალაქ თბილისში, დღევანდელი ჩვენი უნივერსიტეტის შენობაში მოწყობილ ლაზარეთში. ვაჟამ სიკვდილის წინ მინდვრის ყვავილები მოითხოვა, ექიმებმა სურვილი აუსრულეს და ყვავილებით ხელში დალია სული.
პოეტი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს, ხოლო 20 წლის შემდეგ გადაასვენეს მთაწმინდაზე და ხელმეორედ მიაბარეს მშობლიურ მიწას. გალაქტიონ ტაბიძისა არ იყოს ,,მთწმინდა ისე არავის ეკადრება, როგორც ამ მართლა წმინდა მთას.
ვაჟა-ფშაველას გარდაცვალება უდიდესი დანაკლისი იყო ქართული ლიტერატურისათვის. ვინაიდან მისი შემოქმედება ჩვენი ეროვნული კულტურის უბრწყინვალეს განძს წარმოადგენს.

ძნელია, ერთი თვალის გადავლებით შეაფასო ის მდიდარი შემოქმედებითი საგანძური, რომელიც ვაჟა-ფშაველას გენიამ დაგვიტოვა. მისი ლექსები და პოემები აღებენ დიდი და ვრცელი სამყაროს კარს, სადაც თქვენ წინ გადაიშლება ცხოვრება აუარებელი ადამიანისა, მრავალი თაობისა. აქ არიან ჩვენი შორეული წინაპრებიცა და ვაჟას თანამედროვენიც - მე-19 საუკუნის ადამიანები, აქ არის მთელი საქართველო თავისი მომხიბვლელი ბუნებით, ყოფით, თავისი ჭირითა და ლხინით.

უსაზღვროდ ფართოა ჰორიზონტი ვაჟას გენიისა - ის აერთიანებს მრისხანე არწივის სიმამაცესა და და პატარა ვაჟას ხე უკვდავია, როგორც მიწა, როგორც თვითონ სიცოცხელე.

ლუკა რაზიკაშვილი გარდა ძირითადი ფსევდონიმისა - ,,ვაჟა-ფშავლა” წერდა სხვა ფსევდონიმებითაც: ,,ლ. რაზ-ვი”; ,,ლ. რ-ზ”; ლ. რ-ზ-კ-ლი”; ლ. კათაკმეველი”; ,,მგელია ხინკალჭმიაშვილი”

1886 წლიდან დაიმკვიდრა ,,ვაჟა-ფშაველა”, მაგრამ მერეც საჭიროებისდამიხედვით უხმარია ,,მწარია”, ,,ჟულიკა გოგოჭური”, ,,ფშაველა ვეფხვაძე”, ,,ველფშა”, ,,ვ-აფ-ლა”.

ზედმეტი სახელი ,,ვაჟაფშველა” პეტერბურგში შეარქვა თუშმა მეგობარმა დიმიტრი ცისკარიშვილმა. მან იცოდა, რომ ,,ვაჟა” ფშავ-ხევსურეთში ბიჭს, ვაჟკაცს ნიშნავს. დიმიტრი ხან ,,ვაჟას” ეძახდა, ხან ,,ფშაველას”. მერე შეაერთა და ვაჟა-ფშაველა” დაუძახა.

სახელი ვაჟა ვაჟამდე არ არსებობდა.

ფსევდონიმთა სიმრავლე გამოიწვია გართულებულმა სოციალურ-პოლიტიკურმა მდგომარეობამ და მასთან დაკავშირებით ბეჭვდითი ორგანოების გამრავლებამაც.

,,სავარაუდოში” შედის თხზულებანი, რომლებიც მკვლევართა აზრით, ვაჟას ნაწამოებები შეიძლება იყოს.

,,არამკითხე პოეტი”, ,,ველფშა”.

1893 წელს ,,ივერიაში” საახალწლოდ ვაჟას ორი ცნობილი ნაწარმეობია დაბეჭდილი. ესნია: პოეტის ლექსი ,,სააქალწლო”, რომელიც ,,ველფშას” ფსევდონიმით გამოქვყნდა და მოთხრობა ,,საახალწლო სიზმარი” - ,,ვაჟა-ფშაველას” ხელმოწერით. იგივე ნომერში არის ,,საახალწლო შაირები”, რომელსაც ხელს აწერს ,,არამკითხე პოეტი”.

,,ივერიის მეკვლე”

1889 წელს გაზეთ ,,ივერიაში” დაბეჭდილ საახალწლო ლექსში სათაურის ნაცვლად ,,ივერიის მეკვლე” აწერია. აქ სხვებთან ერთად ერთ-ერთი ლექსი პოეტს მიძღვნილი აქვს დავით სოსლანისადმი.

,,ფშაველი მწყემსი”

,,ივერიის” 1900 წლის 26 იანვარს ნომერში დაიბეჭდა წერილი ,,ცოტა რამ ფშავ-ხევსურეთის ვითარების შესახებ” ამ წერილს ხელს აწერს ,,ფშაველი მწყემსი”.

,,უცნობი”

გაზეთ ,,თეატრში” 1886-1889 წლებში ,,უცნობის” ხელმოწერით გამოქვეყნდა რვა წერილი, რომლებსაც სათაურად აქვს ,,თეატრი და ცხოვრება”, ,,საახალწლო”, ,,წერილი რედაქციისადმი” და ა.შ.
ვაჟას კუთხე ჩვენს სკოლაში
ჩვენი სკოლის წინ ვაჟას ხელით დარგული ხეები